ციტოგენეტიკა / გენის ასლთა რაოდენობრივი ანალიზი მიკროჩიპების გამოყენებით
მიკროჩიპები იდეალური პლატფორმებია გენის ასლთა რაოდენობრივი ანალიზისა (CNV) და მოლეკულური, ციტოგენეტიკური კვლევებისთვის. შემოთავაზებული ტესტ-სისტემები წარმოადგენს სანდო, გენომური მასშტაბის ანალიზის სისტემებს მაღალი რეზოლუციით, რომელთა საშუალებით შესაძლებელია როგორც დნმ-ის ასლთა რაოდენობრივი ანალიზის შესრულება, ასევე გენთა ინსერციების, დელეციების, ჰეტეროზიგოტულობის დაკარგვის (LOH) ან არარსებობის (AOH), ჰეტეროზიგოტულობის დაკარგვის ნეიტრალური შემთხვევების (cnLOH) და მოზაიციზმის დადგენა. ამრიგად, ტესტ-სისტემები საშუალებას იძლევა სწრაფად და მარტივად გამოვლიდეს ანეუპლოიდიები, მიკროდელეციები, მიკროდუბლიკაციები და სხვა ტიპის ქრომოსომული აბერაციები გენომის მასშტაბით.
ციტოგენეტიკა/გენის ასლთა რაოდენობრივი ანალიზი
CytoScan XON Suite
ტესტ-სისტემა იძლევა შესაძლებლობას ექსონების დონეზე მოვახდინოთ ასლთა რაოდენობრივი ანალიზი. მისი საშუალებით შესაძლებელია მთლიანი გენომის შესწავლა. მიღებული შედეგები გამოირჩევა სენსიტიურობით და მარტივია სამართავად შემდგომი კლინიკური გამოკვლევებისთვის.
CarrierScan ტესტ-სისტემა
ერთი ტესტ-სისტემა ფართო სპექტრის სკრინინგული კვლევისთვის, რომელიც აუმჯობესებს გამოკვლევის ეფექტურობას და გამორიცხავს სხვადასხვა ტიპის მეთოდების საჭიროებას ერთი სრულყოფილი, მიკრო-ჩიპის პრინციპის ტესტ-სისტემის გამოყენებით.
OncoScan CNV ტესტ-სისტემა
ერთი ტესტ-სისტემა ქრომოსომული აბერაციების, LOH, cnLOH და მრავალი სხვა ტიპის გენეტიკური ცვლილებების დეტექციისთვის მაღალი რეზოლუციით, ~900 ონკოგენის შემთხვევაში. მონაცემები შესაძლებელია გენერირდეს FFPE-ნიმუშებიდან მიღებული მხოლოდ 80 ng დნმ-ის გამოყენებით. ექსპერიმენტის ხანგვრძლივობა - 48 სთ.
CytoScan HD Suite
სრული გენომის ანალიზის სისტემა ჰიბრიდიზაციის გზით, რომელიც გამოავლენს როგორც SNP-ებს, ასევე არა- პოლიმორფულ მონაკვეთებს. აღნიშნული ტესტ-სისტემა გვთავაზობს მაღალი ხარისხის შესრულებას ქრომოსომული აბერაციების დეტექციისთვის. ტესტის სენსიტიურობა 99%-ზე მაღალია.
ქრომოსომული ანალიზის Suite (ChAS) პროგრამა
მარტივი, უფასო კომპიუტერული პროგრამა შექმნილია ციტოგენეტიკური კვლევებისთვის და ხასიათდება ფილტრების გამოყენების და ანალიზის მარტივი შესაძლებლობებით. პირდაპირი კავშირი შიდა და გარე მონაცემთა ბაზებთან შედეგების ეფექტური ანალიზის პირობებს ქმნის.
GeneChip სკანერი
GeneChip სკანერი 3000 7G სისტემა - მაღალი რეზოლუციის ანალიზისთვის მიკროჩიპების გამოყენებით, გვთავაზობს გაზრდილ ეფექტურობას გენთა ექსპრესიისა და გენეტიკური ანალიზის სხვა აპლიკაციებისთვის.
Nimbus - ნიმუშის მომზადების სისტემა
ნიმუშების მომზადების ავტომატიზებული სისტემა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას CytoScan ანალიზის ტესტ-სისტემებთან ერთად. Nimbus-ის გამოყენება მინიმუმამდე ამცირებს ექსპერიმენტის ჩატარებისას ისეთი ხარვეზების შესაძლებლობას, როგორიცაა პიპეტირების შეცდომები, რაც წარმადობის და ეფექტურობის გაზრდის შესაძლებლობას ქმნის ციტოგენეტიკური ანალიზისას.